კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 21:38

 

თვლემს ბედუინი - ოცნებებში ღამის მთეველი

და ცერად გასცქერს ვარსკვლავების სიალმაცერეს, -

წლებს გაატანეს მეამბოხე ნაბატეველი

და მიძინებულ ანალებში ხსოვნა ჩაწერეს.


და მეც მათ კვალზე ლეგენდებში ფრთხილად შეველი, -

ცერავს და ცერავს მატიანე ქარვას საცერეს,

სარკინოზებმა გადათქერეს ლურჯი ტყე-ველი

და რაც გადარჩა, ჯვაროსნებმა ხანჯლით დასერეს.


ო, ისტორიის მწველო ქარო, გზავ ოკრო-ბოკროვ,

როგორ ბორგავ და ქრონიკებში როგორ ბობოქრობ;

კუთავს და კუთავს ქარავანი, მგონი, ეფსია,


ტყვე თავდახსნილი ებაზრება ხელბაწრიანებს,

კარვებს აწყდება დასიცხული ეპილეფსია

და ტრამალებზე მუჰამედის ლანდი წრიალებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen