|
ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა მკვდარნი საფლავში სტირიან; ია არ მოჰყავს გაზაფხულს, ამოვარდნილა ძირიან.
მთა აღარ ამწვანებულა; სიტკბოთ ნაქები თაფლიცა წამხდარა, გამწარებულა.
მიმქრალა, გაშავებულა. მატლად ირევა ჩემს თვალ-წინ, რაც ქვეყნად დაშავებულა.
ავსულთა ჩანადინარი, მეხვევა თვალში და გულში, სისხლს მადენს, როგორც ისარი.
უკან მიმათრევს გონება, მახვილმა გამჭრა შუაზე, მჭირს ამის გამო ღონება.
არსად სჩანს ჭირთა ფონება. ძნელია, მეტად ძნელია შავის ბედისა მონება!
ხედვამ გონება არია, ყველასთან გულწრფელობამა გამხადა ცოცხალ-მკვდარია:
ჯერ არ უნახავს დარია. სიყვარულისა ფიალში შხამი ჩამისხეს მწარია.
ვერც ხმალი, ვეღარც ფარია. არაგვო, მოიშველიე ზლაზვნით მდინარი მტკვარია. თქვენ მაინც რამე მითხარით გულისა მოსაფხანია.
სად გაწყდა ქართლის ჯარია, რას ფიქრობს საქართველოზე ურჯულო თათრის ხანია. რა გვექნა დროშა, რა გვექნა, რომ აღარა სძრავს ქარია?
დახშო სამოთხის კარია, კერაზე წყალი დაგვისხა, გამოგვიჯარა კარია?! ზღვა გადმოგვიგდო მარჩობლად, თავს დაგვცა ნიავ-ღვარია?!. ისიმც წაწყმდება სულითა, გვარით წყეულიმც არია!
აღარ გვაღირსა კვარია, გაგვხადა ძვირი სამოსი, ტანზე ჩაგვაცვა ჩვარია…
შხამის, ბოროტის გუდები! იმათ ნაჟლეტის ხალხისა სისხლისა მოსჩანს გუბები!
საქმე და ქცევა ცუდები! რამ ამოაგდოს ჩვენს შორის ავსული დანაბუდები?!.
რაც უნდ მეჩვენო კარგადა, მაინცა მძულხარ, მაინცა, მოსიარულე კრავადა. ათი-ათასჯერ დაგწყევლი, მოგიხსენიებ ავადა.
არ მინდა შენი ძღვენია. დაჩაგრულების მჩაგვრელო, მზარავს, მძულს სახე შენია! არგასაჩენი უფალსა, ნეტავ, რად გაუჩენია?!.
თუმც ბაქიობდა თავშია, და დღეს-კი ტვინ-გაყინული აღარ ეტევა კანშია. ავი და კარგი ქვეყნისა მას აღარ მოსდის ჭკვაშია, „პრინციპი“ – „იდეიები“ გადუსროლია წყალშია, მამა-პაპათა ანდერძი მიკიტნებს მისცა ვალშია.
ცეცხლს უდებს, როგორც ჩალასა, მის აზრს და წრფელსა გრძნობასა ეძახის ხათაბალასა.
დღეს ის სულ-ხორცით სხვისია, მისგან რას კეთილს მოელით, ვინც გულ-გონებით მქისია?!. აღარც ქვეყნის ხმა აშინებს, აღარც რომ მსჯავრი ღვთისია!
უფრო სასმენლად ყურითა: ყვავთა ხელთ იგდეს ბულბული, ჰსტვენს დაკოდილის გულითა. ყვავნიც ყურს როდი უგდებენ, გონება-ბრმანი შურითა.
უფრო ძლიერად ჩხავიან, - სიტურფის მწვერვლად უცვნიათ, თუ დაიყვირეს ძალიან.
და მისი ტკბილი ჰანგები? დაჩრდილულია მისი ხმა, რაკი ჩხავიან ყვავები!..
და სასწავლელი მტკიცედა: ძმანი რომ ვერ რიგდებოდენ, ერთმანეთს მოარიდეთა.
იარონ კიდით-კიდეთა. ერთი გახდება სამგლეთა, მეორეს შეჰხვრენ ტურანი, ჩამოიქცევა ოჯახი, თავს დაეხვევა ბურანი.
ბრიყვისთვის მიუწვდომელი, ფიქრი და აზრი კეთილი არს მისთვის მიუხვდომელი. ნუთუ ცალ-ხელა მუშასა არა სჯობია ორ-ხელი?!
ზურგით სათრევი გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა.
მოსწყინდათ მრუდის სწორება, მიტომ ნავარდობს უბირი, ეტყობა თავმოწონება, გათამამებულს სიბრიყვეს ან-კი რა შეეწონება?!.
დღეს ფეხს არ ადებს ჭიასა, თუ ჰნახავს უპატრონოს სახლს და კარს შეამჩნევს ღიასა, შეძვრება, გამოალაგებს, რაც-კი რამ მოსახელია, წაიღებს, დაისაკუთრებს, თუ ღამეც შეჰხვდა ბნელია; მაგრამ ჯერ ცოდვა თავისი არვისთვის გაუმხელია.
რომ დიდის მადლის მქნელია. არავის სჯერა, თუ მართლა იგი მშიერა მგელია.
ჰგონია, კაი კაცია; მოლა-მასრადინს ვამსგავსე ის წვერ-ცმაცუნა ვაცია.
ხანდახან კიდევ - ცეტია, რა ბევრი ვაჭიანურო, – სწორედ ორფეხა მხეცია. მოტვლეპილი აქვს კინკრიხო, ზედ ასჩენია ქეცია; თვალებს ძირიდან აცეცებს, ერთის შეხედვით ბეცია.
ვეღარვინა სჭამს ლუკმასა, წავართოთ სხვასა, ავგლიჯოთ, ავნი ფიქრობენ სულ მასა.
ასტეხენ ოხვრა-სულთქმასა, მაგრამ ბეჩავის საშველად არა ფიქრობენ არასა; ვერ აბრუნებენ თვის ჭკვაზე უკუღმა მბრუნავს ჯარასა.
ავს ვერ ეტყვიან: „კმარა“-სა. დავმსგავსებულვართ ყველანი ცხვრის უპატრონო ფარასა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


