|
იქ, სადაც ზანტად იკლაკნება მთვლემარე განგი, ყვითელ პაგოდას დამღერიან ჩუმი პლანები; ფაკირი სახეს იჩუქურთმებს ვერცხლის კალმებით; უცხო მხატვრობას გაკვირვებით უმზერს ნიანგი.
სურს, დაატყვეოს და ცბიერად მიესალმება; როს გაექცევა - ატირდება, გაიალმება; ქარვის თითებში გაიელვებს სწრაფლ ბუმერანგი.
მაღალ პაგოდას ისევ-ისე მიეძინება; ცხელი ლაჟვარდი აინგრევა ზურმუხტ მინებად.
და თუ აჩქარდა შორს უდაბნო ბედუინებით, - ჰქრება ფაკირი: ის არავის არ ელოდება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


