კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 20:08

 

არეული რამსებით,

თავს ვშორდები, თავს ვხვდები.

ვარ არტისტი-პოეტი,

გახვრეტილი მონეტით.

მიყვარს ლექსში ცინიზმი,

ვის დავცინი, ვინ იცის?

დავსდევ უკან ქარიშხალს

და მგონი, არა მიშავს...

ზოგჯერ ვარ არლეკინი,

გალოკილი ნეკივით.

ჰამლეტს მაშინ ვთამაშობ,

შმატს თუ კარგად გავაშრობ...

ზოგჯერ ვგავარ პიეროს,

სევდიანი იერით.

ცოტას ვჭედავ ერთ როლში,

როცა ვგავარ დებოშირს...

მიყვარს უცხო ნიღბები,

როცა თავით ვიღლები...

მომწონს ბედთან თამაში,

ცუდი რაა ამაში?

ბედი ვწერე ლექსებით,

ბოლო ჭიქის შევსებით.

დამეგლიჯა ფილტვები,

ჰაერს იმდენს ვიტევდი...

გასაფანტი გავფანტე,

იქით მინდა გავქანდე,

სადაც ვიცი, მიცდიან,

ქრონიკულად სიცხიანს.

გავისწორე რამსები,

ახლა სხვა ვარ სავსებით...

აქ ცხოვრება ხომ იყო?

ვნახავ იქაც... - გ. ნიკო...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen