|
მღერის გედი და ეთხოვება თავის გედობას, გეყოთ, რაც ქვეყნის უმსგავსობამ ცრემლი გადინათ, მაინც გზას აძლევს მოქმედება უმოქმედობას და მთელ ნაქნარს და ნამოღვაწარს გითვლით ბათილად.
ციმციმ აკრეფს და აირეკლავს სხივს და ათინათს, რომ მარტოობა დაავიწყოს დაღლილ დედოფალს და საწყალ სატრფოს მოევლინოს მხსნელ პალადინად.
და ცხელ ფილაქანს დააკვდება ვეფხვის ფიტული; ვერ ეგუება ხელოვნება უსახელობას
დღით ასაზრდოებს სინამდვილეს - უძღებ ხელოვანს და ხელს აშველებს უნაყოფო ხელსაქმისათვის... |


