|
"ალიფაშამ გვიღალატა"... - მღერიან და მღერიან, ერია თუ ბერია, მოყვარე თუ მტერია.
ამ ფრაზების ლახვარი და ჰანგის უმაღლესობა.
მე კი ვიცი, ალიფაშამ ვის და რას უღალატა,
მაგრამ წყევლად ამ სიმღერას მოსდგამს მისი სახელი.
სიმღერაში აფრენილო და მაინც დამსხვრეულო,
მე ხომ ვიცი - ვინ გასწირე, ანდა - ვის უღალატე.
ვერაფერი ბიჭობაა, მტერსაც რომ უღალატო. |


