|
ჭირი რაგინდ მალო, ის თავს არ დამალავს, მაინც მოგიხტება ორლესულით. დაფარულ ძალას მეტი ძალა აქვს, ქარქაშში არ ჟანგდება ხმალი ფშავ-ხევსურის.
გაარღვევს, მონახავს კალაპოტს. მდინარე კი მიდის, - ხან ჩქარი, ხან მდორე, თავის გზას არასდროს ღალატობს.
აქ ჩნდება, აქ კვდება, არ მიდის არსად, მაგრამ... თუკი რამ სამზეოს დაუბნელებს, მაგრამ... თუკი ვინმე გათელვას მოუნდომებს, თუნდაც ეს დაუჯდეს სიცოცხლის ფასად,
გააპობს სქელ საფარს, გაიხედავს ქვაშიაც... თუ ბალახი მუხლში ენერგიას მალავს, ვით უთქმელი კაცი გულში მალავს ხვაშიადს...
ვიდრე ფეხზე დავალ, ვიდრე გული ფეთქავს. ჩემში სულ ცოცხლობდა ჟინი იმ ბალახის, რომელმაც ასფალტი ამოხეთქა! |


