|
ცა დარხეული, როგორც დროშა ქიმერიელთა, ქალდეას დროშა მეწამული და მოწამლული. თავის კბენისთვის მორიელმა დრო მოიხელთა დამწვარ ქალაქის ამოვარდა ცხელი ალმური.
ჩემში ლირიკა, თეთრ კვირეების მოგონებას რომ მოერიდა. ლაფორგის ტაძარს ჯამბაზივით აყვა ბილიკად და დიდ გუმბათზე ობის ქსელად ჩამოეკიდა.
მახარობელი - პაოლო, გრიგოლ, ვალერიან, მე - იოანნე ჩემი ორპირი პატმოსია გაულხობელი რიონის ფშანი - ნათლისღების დღეს იორდანე.
ხმალი ვადაზე და პოეზიაც სიკვდილის წინ თვალს არ გაახელს. ჟრუანტელიან აგონიის გაგუდულ ხმაზე ოთხი საყვირი დაიყვირებს ოთხივე სახელს.
ხმა სახიფათო. კუნძული პატმოს აღარ აჩენს დაღუპვის პათოსს. უფრო მაწუხებს როგორ არი დღე ჩემი ჭინკა - არ უნდა დასხმა სადღეგრძელოს, სავსეა ჭიქა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


