|
ქელეხის სუფრისკენ ქაოსურ მსვლელობას აცილებს ჭივჭავთა ჟღურტული, დინება, დინება ცნობილ მსანსვლელების, დროდადრო მშიერი ტიპების ბჟუტური.
სხვებსაც გაერიდა, გაურბის საქმროებს, მგონი, ქალბატონი არის ითაკელი, დეკოლტეს ღიმილს თვალები ვერ აქრობენ.
მწუხარე თვალებში ღიმილის ჩამალვა, შევკრთები ამ სცენით მრავალჯერ დანაჩაგრი, ღია სარკმელივით გავყურებ ამ ალვას,
და ყველა ჩვენთაგანს შეიგრძნობს ფესვებად და აქ მყოფ მარადღეს - უხილავ გულთმისანს, უცნობი თვალები ამ ხალხით ევსება,
და გზას დაეძებენ საუფლოს, ჩვენი ბაგეები შიშის ბზარებია, ვიხსენებთ, ვივიწყებთ, ვსაუბრობთ.
გახედავს ხორბლისფერ თვალებით კოლიო და იმ ხმას, რომელსაც არავინ არ ისმენს, გულდასმით ინახავს ხსოვნათა სქოლიო. |


