კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:25

 

ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!

სისხლიანი რომ ამკობს ალამი!


მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე

ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი

და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს

და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი...


წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი,

მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს

და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,

რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე...


კაცი ჩალად ღირს, სიცოცხლე - გროშად,

ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,

აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში

ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა...


და მაინც გულში ღვივის იმედი,

თუმც მწუხრი მოსავს მიწას და ზეცას

და მეც რა მეთქმის იმისი მეტი -

ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen