კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:57

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

რა კარგია, როცა გიყვარს

და გულს გიძრავს მისი ვნება,

რა კარგია, დედაკაცის

მძიმე დალალებით ება!


რა კარგია, ძმაკაცებში

ფეხის მორთხმა, ნოხის გება,

შეჰყვე სმას და ტკბილზე ტკბილი

ღვინო წრუპო ნება-ნება.


სანამ გიდუღს სიჭაბუკე,

სანამ სისხლი თვისას შვრება,

თორემ, როცა დაბერდები,

შვებაც მშვიდად მოგეშვება.


არ ეგების ჭაბუკისთვის

სიჭაბუკის მუქთად დება,

იმის ქება როგორ ითქმის,

ვინც არ იხდის ტრფობის სნებას!


ბაგე შენი ქალის, ლალის

ბაგეებზე თუ არ დნება,

რაღა შენი ქვეყნად ყოფნა,

რაღა გზაზე ჯირკის გდება!


სიყვარული შვების ტაძარს

აბია და კარგად ება,

მაშ, შეაღე შენც ეს კარი,

მაშ, იგრძენი შენც ეს შვება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen