|
ისე თოვდა, სულს ითხოვდა, საზენაოდ გახედნილს, ბებერ ცაცხვთან დამახუჭე, დასამალად წახვედი...
დღესაც, ისე მენატრება კუკუდამალობანა.
ბედი, ჩუმად, სადღაც, ზემოთ, ცის დოლაბში იფქვება...
დამემალე და სიბერეს ხელში შემოველახე.
ვეღარც გიცნობ, დიდხანს თოვდა და ბავშვობამ იქალა...
ცაცხვსაც დაღლა შეტყობია, ქართან ვეღარ ალერსობს...
ისევ თოვს და ვინ რა იცის, რა და როდის რა მიწევს...
ღმერთო, როგორ მომენატრა კუკუდამალობანა... |


