კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:06

 

- დაიბადა! დაიბადა! -

ხმა გავარდა უცებ ტყეში...

ნეტავი, ვინ იშვა ქვეყნად,

ან ვინ გალობს ლურჯ ტევრებში?!


ვერცხლისფერმა მტრედის გუნდმა 

ნეტავ, საით გადიფრინა?!

ასმა შველმა ასი ნუკრით

ტყე-ტყე საით გადირბინა?!


- დაიბადა! დაიბადა! -

ხმა დაირხა ისევ ტყეში, 

ტოროლების ასი გუნდი

ალივლივდა ცისკენ მზეში.


...მთის ძირას კი, ვით სიცოცხლე - 

მარადი და სანეტარო,

იებთან და ენძელებთან

ალიკლიკდა ცელქი წყარო:


- უჰ, რამდენ ხანს მძინებია,

ჯერ არ გამიცინებია,

დავიბადე - თვალზე ლხენის 

ცრემლი გამიბრწყინებია...


ამ მთას ხედავთ? - მის გულმკერდში

ვიყავ სიზმრად ჩასახული,

დედაჩემი ეს მთა არის, 

მამაჩემი - გაზაფხული.


ახლა თქვენთან მოვფრენილვარ - 

სიცოცხლის და შვების წყარო

მხოლოდ თქვენდა სადღეგრძელოდ,

მხოლოდ თქვენდა სანეტაროდ...


მუხლმოღლილი გლეხი-კაცი 

ჩემს წყალს დალევს, დაისვენებს,

ტყის ჩიტების ჭრელი გუნდი 

ფრთებს ჩემს წყალში დაისველებს.


დამამშვენებს გლეხის ბიჭი

სათამაშო წისქვილებით,

ზამთარ-ზაფხულ ვიჩუხჩუხებ

და კვლავ მაინც ის ვიქნები:


ჩაუმქრალი სიცოცხლე და 

სიხარული სანეტარო,

ყველასათვის საყვარელი

მთით შობილი ცელქი წყარო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen