კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:36

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

ნეტავი მუდამ დღე ყოფილიყო,

არ დამდგარიყო არასდროს ღამე.

მე ბაგეთაგან შენთა, ძვირფასო,

მომწყვეტდა მაშინ ამქვეყნად რამე!


ბროლის ღაწვებზე მუშკის კულულებს

ღრიანკლის მსგავსად რომ არ ეცოცათ,

მე ღრიანკალი არ დამგესლავდა,

და იქნებ ერთხანს კიდევ მეცოცხლა!


შენი ვარსკვლავის ბადალი ხალი

რომ არ გვიხმობდეს ტუჩების ქვემოთ,

ვარსკვლავი ჩემი მეხვაშიადე

არ იქნებოდა, ძვირფასო ჩემო.


მე რა მიშავდა, შენ რომ არ იყო,

სათნოებით და სიკეთით სავსე,

მაშინ სულ ასე ვერ დამავსებდა

სოფლის სიავე, ახლა რომ მავსებს.


თუ მე უმისოდ უნდა ვიცოცხლო,

გავშორდე მას და კვლავ ვეღარ ვერთო,

მაშინ სოფელი ჩალად არ მიღირს,

ანდა სიცოცხლეს რას ვაქნევ, ღმერთო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen