|
რა ვთქვა? - ზოგჯერ რა არ მომდის თავში რა აღვწერო, მამული თუ მოლი. იქნებ ზღაპრით გავახარო ბავშვი? ან სონეტში დავიმკვიდრო როლი?
იქნებ ზამბახს მოვუწონო ღერო? ან ვამხილო ცოლს როგორ სცემს ქმარი... იქნებ სულაც პოემები ვწერო?
მას დავარქმევ "ვარდისფერი რაში"... თუ სჯობია, გავუფრთხილდე წამებს? - ვგრძნობ, ვბერდები ამდენ მელნის ღვრაში.
(მისთვის არა, რომ მეტყევემ მიქოს). ამის გამო, ახლა ზღვა ჰყრის ცოფებს - მასაც მივწერ რამდენიმე სტრიქონს.
მზეს, ვარსკვლავებს, ზეცას, მიწას, მთვარეს, ვინც დაფრინავს, ვინც დადის, ვინც სცურავს... ჩემს ძმაკაცებს, დღედაღამე მთვრალებს.
ცელქი რითმა, განა ლექსებს იკმარს?! ამ დროს სახლში მელოდება სატრფო და ეჭვობს, რომ მუზა უფრო მიყვარს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


