|
ამ ხმაზე მხოლოდ გიტარა მღერის, როდესაც სიმებს ეხება ქარი და ამ მუსიკას, ვით უფლის წერილს წვიმას ვატან და შენთანა ვგზავნი.
ბარათს - ლოცვასთან ბოლო შეხებას, წვიმს და წვეთებში ფერების გამა შენთვის მოქსოვეს თეთრმა ვერხვებმა.
თუ შენი ლანდი შეეხო სიმებს?! წვიმს... უშენობას და სიმარტოვეს ავსებს სანთლების ფერმკრთალი ჩრდილი.
სხეულებს შიშვლად დაჰყრის მყინვარზე, ძვირფასო, ჩემი სული მორგია, მზე გარდაცვლილი უწევს სილაზე.
რადგან შორსაა კიდევ თენება, სხეული ჩემი არის საფლავი და მზე მზადაა ჩასასვენებლად. |


