კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:48

 

(ხსოვნიდან წაუშლელი)

 

ცარცს და მაკრატელს იღებდა

ძველი მანქანის უჯრიდან;

მამიდაჩემი, ანეტა,

სამ გოგოს კაბებს უჭრიდა.


დღე, ნაცრისფერი, სარკმელში,

იცრემლებოდა, კვიმატი...

ატმისფრად მწიფდა, ყვაოდა

სახე და შუბლი იმათი.


ჩითს, ლამაზს, ჭარხლად დაფოთლილს,

მოდას ურჩევდა, სეზონის...

ვენახი შვენის ტალავერს

და თეთრი ვარდი მეზონინს.


ჩემზე ათი წლით უფროსთაც,

მსახვრალმა ხელი დარია;

ის ორი ბებრუცუნაა,

მესამე - ცალად მკვდარია.


მიწაში ჩადნა მამიდა,

რაღა ვარ, მეც დავინგერი...

ზეთნასხურები, ბზინავს და

გრიალებს მისი „ზინგერი“.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen