|
მე შენ გიყურებ ლომის თვალით. ჩვენ ვდგავართ ცირკის არენაზე. შენ მაჯობე ჭკუით და ცეცხლით და უსასრულოდ მათვინიერებ... მაგრამ მაინც მოდიხარ რისკზე და როცა მე ძაღლივით გელაქუცები, შენ მკერდზე ხორცის ნაჭერს იკიდებ... მაგრამ შენ რომ შემოგხედო ჭიანჭველას თვალით, შენ შეგიძლია ჩამოხვიდე ჩემი ბალახის სიმაღლემდე, რომელიც მე უმაღლესი ხე მგონია, და შემამჩნიო? |
| პოეზიის გვერდი • • • |


