მთარგმნელი: მორის ფოცხიშვილი
|
მინდა სიცოცხლე! ცეცხლი მედება, - ო, ახლა მე ეს ცეცხლიც მჭირდება, - არამოქმედის ამოქმედება და არსებითის მსურს დამკვიდრება.
სულ ამიკრძალონ თუნდაც გალობა, ვიცი, ოდესმე ყრმა მხიარული ასე გადასცემს შამომავლობას.
პირქუშად ვრაცხდით, მაგრამ დაგული, ის იყო პირმშო შუქის, სინათლის და უხვი, როგორც დღესასწაული...
|


