მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
|
მე დამცვდა და ჩამომცვივდა ყველა, რაც კი კბილი მქონდა, განა კბილი? - მოციმციმე სანთლად ჩამოქნილი მქონდა.
წვიმის წვეთს და ვარსკვლავს ჰგავდა... სხივით მოფენილი მქონდა
ბედი ნუთუ განგებისგან ასე დაწყევლილი მქონდა?!
ეს თვით უფლის იყო ნება! - ბედიც მისგან ქმნილი მქონდა.
მეც იღბალი მბრუნავ თარგზე მოჭრილ-მოზომილი მქონდა.
მეც სიმწარედ გადამექცა, რაც კი რამე ტკბილი მქონდა.
იქნებ სხვისთვის ახალია, რაც მე გაცვეთილი მქონდა?!
და ხრიოკად იქცეს, რაც მე ბაღნარი და მტილი მქონდა.
შენს ნახვამდე სხვა ცხოვრებაც ბევრი გამოცდილი მქონდა.
გახსენება დროის, როცა თმა მეც ჩამოშლილი მქონდა.
როცა სახე დიბასავით ნატიფი და რბილი მქონდა .
დღეს ვის ახსოვს სიკეთეში მეც რომ ჩემი წვლილი მქონდა?!
მეც თვალი და გული მათთვის მუდამ გადახსნილი მქონდა.
რა სიხარულს ვფლობდი, ოდეს დარდი განდევნილი მქონდა.
თურქის ქალთან, ვისაც მკერდი ოდნავ აკოკრილი მქონდა.
მალულად რომ ღამით მათთან სიფხიზლე და ძილი მქონდა.
რადგან ხოჯას მრისხანების შიშით ჭკუა ფრთხილი მქონდა.
სხვა ძვირობდა, მე კი მუდამ იაფი და ხსნილი მქონდა.
ლექსის ყველა გამოცანა ტრფობით ამოხსნილი მქონდა.
გული ლხენის ასპარეზად ფართოდ გამოშლილი მქონდა.
თითქოს გრძნეულების გზები ლექსით გამოვლილი მქონდა.
ყველა ბრძნული საუბარი ყურით გაგონილი მქონდა.
არ მყოლია და ცხოვრება ლაღად აყოლილი მქონდა.
ის გენახა, სახე ვნებით მეც რომ ალეწილი მქონდა.
და ბულბულის მსგავსად ენა ჰანგით დასერილი მქონდა.
და ემირის ამალაში გზები გათელილი მქონდა.
მეფის საქებარი ხოტბა მუდამ გალექსილი მქონდა.
მე, ხორასნის პირველ მგოსანს, რაც კი დაწერილი მქონდა.
მათთან სახლში მისვლა-მოსვლით ჩემი რამ ადგილი მქონდა.
მე კი სამანიანთაგან ნაღდი და ნამდვილი მქონდა.
მიგზავნიდა... მაქანისგან რვა ათასის წილი მქონდა.
არ ვიცოდი... მე დრო მხოლოდ ლხინით გამოთვლილი მქონდა,
მისგან მოწყალებით ხელი ბევრჯერ გამოწვდილი მქონდა.
გზას გავყვები, მე ნუგეშად სადაც მხოლოდ ჩრდილი მქონდა. |


