|
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი, მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა… და მე კი მკლავდა მწუხარების წყლულთა ტკივილი, შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.
თითქოს ჩემ გვამსა ზედ-გადესხა ნავთი მდუღარე, ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით, ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა, ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი, მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


