უცებ ჩამოდგა
სიჩუმის შიში
ვიოლინოზე გაყინულ ხემის...
და გამახსენდა -
ცხადში თუ ძილში -
უკრავდა ვიღაც
გაკრული ხელით...
- გარეთ კი თოვდა
და თოვდა თბილად,
და თოვლი იყო ჰაერზე მეტი.
...და ფართხალებდა
სარკმელში დილა,
როგორც საკენკზე მოსული მტრედი.
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა