კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:11

 

აი, მივანდე ბედსა და ჰაერს,

ფრთებს თვითმფრინავის და ფრთებს ოცნების.

თვალები ზეცის სილურჯეს სვამენ,

კრთიან ღრუბლები განაოცები.


მიწაზე ფიქრი ვით მოვიცილო,

სიმწვანე მისი ზეცამდე ატანს.

მზეს გაუშლია, დაბლა, ვით ტილო,

ზედ ოქროს ფუნჯით ხატავს და ხატავს.


მზეს ვერც ვერაფრით დაემდურები,

ის ამეტყველებს ფერებს ქართულად.

გზები, - მანქანის ნაფეხურები,

მავთულებივით გადახლართულან.


მიწავ, მე შენს მადლს აქ უფრო ვიგრძნობ,

უფრო ლამაზიც დღეს მეჩევნები,

ნაკადულები, - მღვრიე და ვიწრო,

გაჩნია როგორც ლურჯი ვენები.


სახლი წააგავს ასანთის კოლოფს,

ასდის მსუბუქი, რძისფერი კვამლი.

დედამიწა მთლად მუქმწვანედ ბოლავს,

ზედ ეკონება ნიავი კრძალვით.


შენ კი არ ჩანხარ, თუმც მანდ მეგულვი,

თვითმფრინავის ჰანგს უშენოდ ვისმენ,

ეგრეა, - სადაც დაგრჩება გული,

კვალიც იქითკენ გაგირბის მყისვე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen