კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:19

 

 

სულ არ მადარდებს, ოხერი

როდის და როგორ მეწვევა -

რაც საფლავია ამქვეყნად,

ყველაში მხოლოდ მე ვწევარ...


თუმც გული გასიებული

ზოგჯერ მეც იქით მეწევა -

არ მეჩქარება! - ისედაც

ყველა საფლავში მე ვწევარ...


თვითონ არ ვიცი, ეს ბედი

რა ცოდნის გამო მეწერა:

სადაც კი ვნახე საფლავი -

ყველა საფლავში მე ვწევარ...


საფლავთან ზოგი - ღვინოს სვამს,

ზოგი - უაზროდ ეწევა...

სულ არ ვწუხდები, თუმცა კი

ყველა საფლავში მე ვწევარ...


...დილიდან თურმე - მთელი დღე

მეძება! სად არ მეძება!

- რა ძებნა მინდა, ძვირფასო -

ყველა საფლავში მე ვწევარ...


შენდება ჩემზე ქვეყანა

და მერე - თავზე მექცევა...

სწორად იქცევა, რაღაი

ყველა საფლავში მე ვწევარ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen