კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:09

 

კერკად აიშანშლა ალუბალი,

შაშვმა ღვინობისთვე გვიგალობა,

როგორც აუშლელი ნასუფრალი

რთველმა გვიფეშქაშა კიმპალობა.

და ჰა, გაკრეფილი ვენახიდან

შორი სიზმარივით მეძახიან:

- წამო, შემოდგომამ გვიწყალობა,

თავის შესაქცევი კიმპალობა!..

ჩემი წვრილკისერა, სასაცილო

სიყრმის მეგობარი გავაწბილო?..

მიხმობს ატატებულ შვილიშვილით,

სახე მისჭკნობია ქიშმიშივით.

მისი, მისმიერი, ღვთისმადლია,

რაც მის ქვეყანაზე სიმართლეა,

რაც მას უგლოვია, უხვნეშია

სიყრმის მეგობარი ხარხარებდა

მოწმე ქალაქელის გაბავშვების.

ზვარში სასაცილოდ აგდებული

ყრმობის სათავეში გადავეშვი,

მისი ნაშიერის ნუგეშია,

რაც ვაზს შერჩენილი კუფხალია

ჩემდა გასახარად უხარია.

მისმა ბრწყინვალებამ მიწყალობა

თავის შესაქცევი კიმპალობა.

და ამ საყვარელი ნამცეცობით

ყრმობის ორღობეზე გადასულნი

ერთურთს ხელმეორედ გავეცნობით

ბერიკაცობამდე ხანდაზმულნი.

ჩაქრა სიახლოვე გარდუვალის,

სისხლმა ჟრუანტელით მიგალობა

და ჯერ აუშლელი ნასუფრალით

რთველმა მიფეშქაშა კიმპალობა.

მტევნის აღმოჩენა მახარებდა,

როგორც გაელვება ბადახშების,

ყურძნის მარცვლებივით დაბნეული

დიდხანს ვგორაობდი ბალახებში,

როცა საწყალსავით მიწყალობა

ბედმა სამოწყალო კიმპალობა.

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen