კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:39

 

გულდაგულ ურჩევ მიხაკს და სიტყვას

და გახვევია ფიქრი ხუნდებად

და ხდება ხოლმე, ვინც მეტად გიყვარს,

ყველაზე მეტად ის შეგძულდება.


ვარსკვლავნი ყრია წყალში, ვით ხურდა,

ნისლი ეფარვის ლურჯ მთებს ფარდებად.

ზოგჯერ ასეა, ვინც ძლიერ გძულდა,

ყველაზე მეტად შეგიყვარებდა.


არის საღამო ოქროცურვილი,

ცას მთვარის შუქი მიჰყვება ვერცხლის.

ზოგჯერ სიყვარულს ცვლის სიძულვილი,

ხან სიყვარული სიძულვილს შეცვლის.


იღვიძებს მიწა გადანამული,

მზე გადმოაფენს სხივების ბადეს.

რამდენად დიდი არს სიყვარული,

ის იმდენად დიდ სიძულვილს ბადებს.


ხან აგიხდება ყველა სურვილი,

ერთ დროს რომ გკლავდა მიზნების მსხვრევა.

რამდენად დიდი არს სიძულვილი,

დიდ სიყვარულად გადაიქცევა.


გზა ხან სწორია, ხან კიდევ მრუდი.

მთვარეს გაანდე გულისნადები.

დღეს, იმას, - ვისაც საოცრად სძულდი,

გაგიჟებამდე შეუყვარდები.


ცვალებდაობას გვერდს ვერ აუვლი,

ზოგჯერ დარია, ზოგჯერ ნისლია.

გწამდეს, - უკვდავი არს სიყვარული

და სიძულვილიც მარადისია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen