კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:36

 

 

ვხევ ძველ რვეულებს და უჯრებს ვკეტავ, 

თითქო ყველაფერს ვიწყებ თავიდან,

როდის ვიყავით ბავშვები ნეტავ,

სად გაქრა ის დღე, სად გადავიდა.


სპილენძის ძველი, მძიმე ფულები,

შუშის ნამტვრევი, წიქარას რქები...

გუგუნებს ქარი და მავთულები

ცაში ცეკვავენ ჩრდილების ქნევით.


გუგუნებს ქარი და გუბეები

მთარეს პურივით ინაწილებენ,

ისევ ხმამაღლა დაუბერებლად

მღერიან ჩემი ყრმობის წვიმები.


და როგორც ატმებს გაზაფხულისას

თავბრუდამხვევი ასდით სურნელი,

პირველი გზები, პირველი მთები,

პირველი ტრფობა განუკურნელი.


ვინ შემატოვა ამ მოგონებებს;

ამ მოშრიალე ლამაზ ხეივნებს

და წვიმებს, როგორც მაღალ გოგონებს

ქარი ქუჩებში დაასეირნებს.


ხან აფრებივით მკერდდაბერილნი,

ხან ცრემლებივით პაწაწინები

ისევ ხმამაღლა, დაუბერებლად

მღერიან ჩემი ყრმობის წვიმები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen