კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:57

 

შიშით ჩამკვიდრდა კიდურებში ზამთრის სიზანტე,

შიშმა აოტა კაენიდან მოდგმა აბელთა,

შიში ჩაგითრევს, უმსგავსობას ვიდრე იზამდე

და ჯამბაზივით ჩაგაოთხებს ჩამწყდარ საბელთან.


დასაბამიდან უკუნითი უკუნისმადე

შიშის თავადი მწუხარებას პირზე გაფენდა,

შიშმა მოგწყვიტა დედის საშოს, შიშით იზარდე

და შენი თავიც შიშნეულად შემოგაბერდა.


შიში შლის ტაძრებს - ათასწლოვან ლოდებს და კირქვებს -

და კაცთა მოდგმას დასამცრობად სწავლობს და ირკვევს;

და ასე მუდამ, ქანაანთან ქარი ქანაობს,


ასარგადონიც მედიდურად ასარგადონობს,

მაგრამ შიში სძრავს სასიკვდილოდ უძრავ ფარაონს

და სამყაროშიც საუკუნო შიში ბატონობს…

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen