|
ქარი, ასე ვთქვათ, ათამაშდა თავის გემოზე და მიმქრალ დღეებს მიადევნა მიჯნათა მიღმა ჭალა, რომელიც, შემოქმედო, მწვანით შემოსე და შენივ ნებით სიყვითლეში მიჭკნა და მიხმა.
და ხსოვნის წიაღ წარიტანა დღეების რიგმა ტანჯულ სახეზე შეყინული სიანგელოზე და უსიცოცხლო კიდურებზე დაკრული სტიგმა,
ხმიანებს ცრემლი, მიპასუხე, რატომ და რისგან! ალბათ, ამ ხმებშიც ცნაურდება სხვა ალიანსი
ცის საიდუმლო მანუსკრიპტი კრთის მთვარიანში და დაბადება იკითხება სიკვდილთან ერთად... |


