|
ვის არ გიხილავთ უდაბნო ბნელი, სად თვალნი მზისა შუქსა ვერ სჭვრეტენ, სად ვერანადა მოჰსჩანს ყოველი და ქარიშხალი ხმიანობს ოდენ?
გულ-ჩამომწვარი ციურის ცეცხლით და მაღალს კლდეზედ მარტოდ, მწუხარედ გარდმოკიდული დამჭკნარ შტოებით!
მეც ეგრეთ ვიქმენ დღეგანამწარი: ვერღა მეახლოს ტკბილი იმედი, ვერღა აღყვავდეს მით გული მჭკნარი! |


