კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:35

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

რაზე ქვითინებს საღამეულ ბაღში ფრთოსანი,

სმენას რად აკრთობს მოძახილი სევდა-კაეშნის? 

აღარ უგალობს ცრემლიანი - მისი შროშანი, 

არც სიყვარულის უჩვეულო ჰანგი ჩაესმის...


ისევ იღვიძებს მიჩქმალული ჩემი ვაება, 

დაღლილ ოცნებებს განმიახლებს მწუხრის ბუნება 

და ვხედავ: მოდის უძლეველი ბინდის ღვთაება, -

ჩემსკენ სიკვდილის დედოფალი მოეშურება.


რა მაცდურია ჟამიერად ხორცის ღრეობა: 

ვინ იფიქრებდა - ჩაქრებოდა ჩაუქრობელი, 

მზის შარავანდი სიბნელეში განიმქრეოდა!


ეჰ, წუთიერი სილამაზით ბევრი გვაცდუნებს: 

მოვა ჟამი და საწუთროულ ამაოებას 

ამაოების ღაღადისით დაგვიდასტურებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen