|
აღარ ვუჯერებ არც სიზმარს, არც ცხადს, არაფერია უთუო არსად. ავსებულია ცა ეჭვის მტვერით... ყველაფრის ჩრჩილი, ყველაფრის მტერი -
და გულმოდგინედ იგი გუშაგობს, თუ ყლორტი სადმე ამოიწვერა... იგია, ფრთებს რომ აჭრის სიმღერას...
თვალს არ მაცილებს ერთი წამითაც. უფსკრული რაა - იქაც მომყვება, უფსკრულზე ფეხი თუ გადამიცდა.
ამ ქვეყნად ალბათ მხოლოდ იგია, ჩემს ირგვლივ მტკიცე ხლართის მბეჭველი - ლოგინი მუდამ ერთად გვიგია.
ერთად ჩაჰყვება გზას სიბნელიანს. მე ვარ თუ არა - ზოგჯერ არ ვიცი, მისი ყოფნა კი - უეჭველია! |


