კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 05:10

 

 

არგოსის სამხრეთით, ლერნეის ჭაობიან ადგილებში მძვინვარებდა ცრხრათავიანი ჰიდრა, ანუ გველეშაპი, რომელიც მთელ მიდამოს იკლებდა და ადგილობრივ მოსახლეობას შიშის ზარს ჰგვრიდა.

ჰერკულესს, მეფე ევრისთენეს დავალებით, ეს საშინელი ცხოველი უნდა მოეკლა და ამრიგად სახელმწიფოს მშრომელი მოსახლეობა გაეთავისუფლებინა იმ დიდი უბედურებისაგან, რომელიც ყოველდღიურად ემუქრებოდა.

ძლევამოსულმა გმირმა შეაბმევინა ეტლი და თავისი ძმისწულის იოლაოსის თანხლებით ლერნეის ჭაობიანი ადგილებისაკენ გაემართა.

ამიმონის წყაროების ნაპირებიდან უკვე გამოჩნდა ის გამოქვაბული, რომელშიაც ჰიდრას ბუნაგი იყო.

ძლევამოსულმა გმირმა, დაინახა თუ არა შორიდან ბუნაგში მოკალათებული ჰიდრა, დაუშინა თავისი მოშხამული ისრები.

მაგრამ ნატყორცნმა ისრებმა დაძრა საზარელი ცხოველი თავისი ბუნაგიდან.

გველეშაპი საშინელი შხივილით მოხოხავდა გამოქვაბულიდან და, ქარიშხლისაგან დამსხვრეულ ხის ტოტებსავით, საზარელ თავებს ერთი-მეორეს ახეთქებდა.

ძლგვამოსილი გმირი ელვის სტსწრაფით ეკვეთა ხალხის საზარელ მტერს და ზურგზე მაგრად დააჭირა ფეხი.

საშინელი ცხოველი თავისი გრძელი კუდით ჰერკულესს რგოლივით შემოერტყა სხეულზე.

ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ვეებერთელა კიბო, რომელიც თავისი ალმასივით მჭრელი მარწუხებით ჰერკულესს წურბელასავით ჩაეჭდო სხეულში.

ჰერკულესმა თავისი მძლავრი კომბლის დაკვრით ჯერ საზიზღარი კიბო მოჰკლა და შემდეგ კი გველეშაპის საზარელი თავების მოკვეთას შეუდგა.

მაგრამ როგორც კი გმირი ერთ თავს მოჰკვეთდა, გველეშაპს ორი თავი გამოებმოდა.

ჰერკულესმა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს თავის ძმისწულს მოუწოდა დასახმარებლად.

იოლოსმა სასწრაფოდ წაუკიდა ცეცხლი მახლობლად მდებარე უღრან ტყეს და ჩირაღდნებივით ანთებული ხეების ღეროებით წვავდა მოკვეთილი თავების ადგილას დარჩენილ გველეშაპის კისრის ძარღვებს.

მცირედი ხნის შემდეგ გველეშაპს შერჩა მხოლოდ ერთი უკვდავი თავი, რომელიც გმირმა დაუყონებლივ მოჰკვეთა, იქვე მახლობლად მიწაში დამარხა და კლდიდან მოხეთქილი უზარმაზარი ლოდი გადააფარა.ძლევამოსულმა ნაკუწ–ნაკუწად აჭრა გველეშაპი და მის შხამიან ნაღველში ამოავლო თავისი შორსსატყორცნი ისრები.

ამ მოშხამული ისრებით მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულ ჰერკულესს ხალხის მრავალი მტერი დაუძლევია და სასიკვდილოდ გაუგმირავს.

ჰიდრაზე ასე ბრწყინვალე გამარჯვებამ საბერძნეთის გმირს დიდი სახელი მოუხვეჭა, ხოლო მეფე ევრისთენე კი მეტად დააღონა და დიდ საგონებელში ჩააგდო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen