კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 09:07

 

 

ქრისაორისა და კალიროეს შვილი გერიონე ცხოვრობდა ოკეანის დასავლეთით, კუნძულ ერითიაზე, ჰესპერიდების მეზობლად.

გერიონეს სამი ერთმანეთთან შეზრდილი ტანი, სამი თავი, სამი ფეხი და სამი ხელი საოცარ სანახაობას წარმოადგენდა, იგი თავისი საშინელებით ადამიანს შიშის ზარს ჰგვრიდა.

გერიონეს საუცხოო ხარები, რომელთაც ფხიზლად სდარაჯობდნენ ორთავიანი ველური ძაღლი ორთრომი და მწყემსი ევრიტიონი, მწვანედ აბიბინებულ ბალახს ძოვდნენ.

კუნძულის მინდორ–ველზე გშლილი ხარების ღმუილი მთელ მიდამოს აყრუებდა.

ადგილობრივი მოსახლეობა შურის თვალით შესცქეროდა კვერცხივით დალესილ ხარებს, მაგრამ ფხიზელი დარაჯების შიშით ახლოს მისვლასაც კი ვერ ბედავდა.

გერიონე დროგამოშვებით გამოდიოდა საძოვარ ველზე და მთელი საათობით სიყვარულით შესცქეროდა თავის საუცხოო ხარებს, რომელთა ბადალი დედამიწის ზურგზე იშვიათად მოიპოვებოდა.

მეფე ევრისთენემ ძლევამოსილ ჰერკულესს დაავალა გერიონეს საუცხოო ხარების მოტაცება და საბერძნეთში ჩამოყვანა.

ამ დავალების შესრულება მეტად სამძიმო საქმე იყო.

აბა რომელი ადამიანი გაკადნიერდებოდა ისე, რომ ერითიას კუნძულიდან მოეტაცა გერიონეს საუცხოო ხარები!

მაგრამ ჰერკულესი არ შეუშინდა საქმის სიძნელეს.

ძლევამოსოლი გმირი დიდძალი მხედრობით გაემგზავრა ლიბიაში, სადაც ცხარე შებრძოლება მოუხდა „მიწის შვილ“ ანთეოსთან.

როგორც კი მიწას ფეხებს მიაკარებდა, ანთეოსს ძალა ემატებოდა და მტრისაგან ყოველთვის უძლეველი რჩებოდა.

ჰერკულესმა ანთეოსს მაგარად ჩასჭიდა ხელები და თავისი მძლავრი მკლავებით დაახრჩო ჰაერში ჩამოკიდებული „უძლეველი“ გმირი.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჰერკულესმა მიაღწია იმ სრუტემდის, რომელიც ლიბიას ევროპისაგან ყოფს.

ძლევამოსილმა გმირმა თავის აქ ყოფნის აღსანიშნავად სრუტის ორივე ნაპირზე აღმართა უზარმაზარი ქვის სვეტები, რომლებსაც დღემდის „ჰერკულესის სვეტების“ სახელი შერჩენია.

სწორედ ამ დროს ციდან დედამიწაზე ეშვებოდა თავისი ბრწყინვალე ეტლით მზის ღმერთი ჰელიოსი.

მზის ნათელი შუქი ჰერკულესს თვალებს სჭრიდა და გზის განგრძობის საშუალებას უსპობდა.

ძლევამოსილი გმირი უკვე მზად იყო ეტყორცნა ისარი ჰელიოსისათვის, მაგრამ ცისა და ქვეყნის მანათობელმა შეაჩერა ჰერკულესი და ნაცვლად მრისხანებისა მოწყალე თვალით გადმოხედა სახელოვან გმირს.

ყოვლად შემძლებელმა ღმერთმა ჰერკულესს აჩუქა ის ოქროს ნავი, რომლითაც იგი მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდის, ზღვასა და ოკიანეზე მოგზაურობდა.

ძლევამოსილი გმირი ჩაჯდა ოქროს ნავში და სასწრაფოდ მიცურა კუნძულ ერითიას ნაპირებთან, საცა გერიონეს ხარებს ფართოდ გაეშალათ წრე და ლაღად ძოვდნენ ბალახს.

როგორც კი ხარების ფხიზელმა დარაჯმა, ორთავიანმა ძაღლმა, შორიდან უცხოელს მოჰკრა თვალი, საზარელი ყეფით ჰერკულესისაკენ შურდულივით მოსწყდა, მაგრამ ძლევამოსილმა გმირმა მძლავრად სტყორცნა ისარი და საშინელ ცხოველს მყისვე სიცოცხლე მოუსპო.

ძაღლის ყეფაზე მწყემსი ევრიტიონიც ადგილიდან წამოიჭრა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა უცხოელისაკენ. მაგრამ ფხიზელ ევრიტიონსაც ორთავიანი ძაღლის ბედი ეწია.

ჰერკულესმა უმცველებოდ დარჩენილი ხარები სასწრაფოდ გაიტაცა და ზღვის ნაპირისაკენ გარეკა.

როგორც კი გაიგო ხარების მოტაცება, გერიონე დაუყოვნებლივ დაედევნა უცხოელს.

გერიონესა და ჰერკულესს შორის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა.

ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ძლევამოსილმა გმირმა ერთი მაგრად სტყორცნა თავისი ალმასივით მჭრელი ისარი და საუცხოო ხარების გაუმაძღარი პატრონი სიცოცხლეს გამოასალმა.

ჰერკულესმა მოტაცებული ხარები დაუყოვნებლივ შერეკა ოქროს ნავში და დაუბრკოლებლივ შეცურა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

ზღვაში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჰერკულესმა მშვიდობიანად მიაღწია იბერიის ნაპირებს, საიდანაც, ესპანეთის მახლობლად ჩავლით, ლიგურიის ნაპირებს მიაყენა გერიონეს ხარებით დატვირთული ოქროს ნავი.

მამაცი ლიგურიელები სრულიად მოულოდნელად თავს დაესხნენ ჰერკულესს იმ აზრით, რომ გერიონეს ხარები წაერთმიათ.

ჰერკულესი და მისი თანამგზავრი მეომრები გმირულად შეებრძოლნენ მოულოდნელად მოსეულ მტერს.

საშინელი ბრძოლა გაიმართა. მეტად ძნელი გამოსაცნობი იყო, თუ ვინ სძლევდა.

მაგრამ ამ საბედისწერო დროს ღმერთების მამამთავარმა ზევსმა ლიგურიელებს ქვების წვიმა მოუვლინა და ყველანი ერთიანად გაანადგურა.

ბრძოლის ასე საკეთილოდ დამთავრების შემდეგ ჰერკულესი მშვიდობიანად დაბრუნდა საბერძნეთში და მეფე ევრისთენეს ჩააბარა გერიონეს საუცხოო ხარები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen