|
ნუმც იხდის ხევსურთ შვილები ნახადსა ბადაისასა, ორჯერ დიდოეთს გაჰყიდეს, მესამედ - დაღისტნისასა...
კვალს ვერ გაიგებს გზისასა, წინ ლეკი შემოეყარა, სულს ამქრევს ბუსურბნისასა.
კაცო, მიამბე ღვთის მადლსა! დღეც არი, გურჯო, მზეც არი, ძალს უქნავ შიმშილისასა!
ცხონებას შენი მკვდრისასა! დასვა და პურიც აჭმია, დანდობას დახე მტრისასა...
საბრძანოს დაჰყე მზისასა, წითელ კლდეს მარცხნივ დასცილდი, ბუდესა ვეფხვებისასა! |


