მოქცევა ქართლისა (ფრაგმენტი)
|
კაბადოკია ებრაულად კაფთორიმ გახლავთ, სადაც ქალაქი კოლასტოა თუ გაგიგიათ; ალაგი ჩემი მშობლიური სწორედ იგია. თუმც ჩემიანი აღარავინ ცხოვრობს იქ ახლა.
მაგრამ, რამეთუ რჩეულთა ხვედრს თავად დაადგენს, მადლობა ღმერთს, რომ აირჩია ჩემი მშობლები; მადლობა ღმერთს, რომ ღვთისნიერნი სწორ გზას დაადგნენ.
არიან ორნივ ერთიანად ღვთისა მოსავნი, უღალატონი, უცოდველნი, პატიოსანნი, აწ, ჭეშმარიტი მოწაფენი იესოსანი.
მაგრამ არჩია მთავრის დაფნას ყოფნა უდაფნო; სახლი გაყიდა, გაიხადა სახლად უდაბნო; წავიდა წიაღ იორდანეს, ლტოლვილი გახდა.
იქ განამწესა სამსახურად გლახაკ სნეულთა, სადაც თვით უფლის საფლავია, და საყუდარი დათა რჩეულთა, ღირსეულთა, სულით ეულთა.
ქალი კეთილი, მოამაგე, მოწყალე დიდად; დედამორწმუნე, ჭეშმარიტი მსახური მაღლის, უბადლო მცოდნე სჯულის გზათა - ძველის და ახლის.
მცველთაგან მისი საბოლოოდ შეგინებისა; თუ ვით გაძარცვეს მაცხოვარი შემდგომ ჯვარცმისა, რათა გაეყოთ საფასური მათ ნაძარცვისა.
კვართი წილად ხვდათ ურიათა თურმე მცხეთელთა, დავით ყოფილან კაცნი ფრიად მოშიშნი ღვთისა, წამოუღიათ და დაუფლავთ სოფელსა თვისსა.
წარმოვემართე, წამოვედი ძებნად სოფლისა: გამოვიარე გზა სავალი მრავალთა დღეთა, აწ, აქ მოველ და აღარ ვუწყი, საით არს მცხეთა.
და რადგან ნინოს ნაამბობი ზოგი რამ ესმა, ტყვე ქალის ბედმა დააფიქრა, თუ შეაწუხა, მერე მდინარე დაანახა და უპასუხა:
ორი ნაკადი სადაც ერთი მეორეს ერთვის, ციხე-სიმაგრე შემოგხვდება ზედ კლდეზე მდგარი, კვალად გაჰყევ და მეგზურობას გაგიწევს მტკვარი.
ნინომ გარჯისთვის მწყემსს მადლობა გადაუხადა. მეინახეებს სთხოვა ნება დაძინებისა, ნებაც დართეს და თან დასძინეს - ძილინებისა.
ისე ჩაეფლო, ვით ჩაჟანგულ ლაფში კამეჩი, და, მთამ რომ თავზე გადივარცხნა თმები ნისლისა, მთვარეს გაანდო ნინომ ლოცვა ძილად მისვლისა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


