|
სადა მთავრდები, სიკვდილო, სად არის შენი სამარე, მოვიდე, გულით გიტირო, მერე დავძახო ჰარალე.
თან შეგიკურთხო დედაო, რა ხარ ეგეთი, ტიალო, შენს გარდა ყველა კვდებაო.
სიცოცხლედ გვთესავ, ღვთიანო, მაგ შენ ნაოფლარ-ნაბელტარს კაცნი სამარედ თვლიანო.
რად გვზარავს შენი გარჯაო, მიწად გვთეს, ზეცად - ამოვალთ, ვერ კი გვლევ, ვერა გვხარჯავო.
ივსება უფლის ბეღელი, არც არვინ დაბადებულა საშენოდ პირისმტეხელი.
ქვის ყანა გიმზეკაბანებს, გზად ანგელოზებს გვახვედრებ და საპატრონოდ გვაბარებ.
მიწის უკერებ კვართსაო, მირონადა სდის ბალახი მაგ შენი საყდრის კარსაო.
სად დამთავრდები, სიკვდილო, თუ, თავს დაიხრავ, გამოსძოვ, გარეთ გამოხვალ, მზის მღილო?
ცად - ვარსკვლავების მკრეფავო. რა იქნებოდა, სიკვდილო, მარტო სამოთხე გებაროს. |


