კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:15

 

ქებაც, ვედრებაც, კიცხვაც, მადლობაც,

წყრომაც, ვარამიც -

სიტყვა ეკუთვნის შთამომავლობას,

სხვას აღარავის.


გმობაც, დანდობაც, ლოცვაც, გალობაც,

ქირდვაც მზარავიც -

სიტყვა ეკუთვნის შთამომავლობას,

სხვას აღარავის.


ძეგლად სასახლეც, ოქროს წყალობაც,

ისლის კარავიც -

სიტყვა ეკუთვნის შთამომავლობას,

სხვას აღარავის.


მშვიდად, გულმშვიდად, მტრობაც, წამლობაც,

ღირსიც, არამიც!..

სიტყვა ეკუთვნის შთამომავლობას,

სხვას აღარავის.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen