|
აი, ჩვენი საფანქრეთი! აბა, ერთი, კარგად ვნახოთ, სად ცხოვრობენ ეს ფანქრები? სად და, თეთრი ფურცლის ახლოს!
და ფუნჯების მეზობლადო! უყვართ, თუ აქვთ წვერი მთელი, უყვართ ბავშვის თბილი ხელი.
რომ ქმნის ფერად, ლამაზ ნახატს. - რა კარგია, - იტყვის დედა, ნახატს დინჯად გადახედავს.
ვინ ალაგებს ფანქრებს ამ დროს? მერე მოაქვს დედას ჩარჩო, მამა კედელს ლურსმანს არჭობს,
მაგრამ შვილზე მეტად მგონი, უხარიათ ფერად ფანქრებს: წითელს, მწვანეს, ლურჯს და ყვითელს, დანარჩენიც თქვენ თქვათ, იქნებ? |


