კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:32

 

არჩილი მზიას ძმა არის,

დაზე ერთი წლით დიდია,

დილაადრიან სკოლაში

და-ძმანი ერთად მიდიან.


აღმზრდელი მასწავლებლები

მზიას უქებენ ქალობას:

მთელი წლის განმავლობაში

მხოლოდ "ხუთებზე" სწავლობდა!


სახელს არც ახლა შეირცხვენს,

კითხვებს პასუხობს თამამად.

მზია ბეჯითი გოგოა, -

კლასიდან კლასში გადავა.


მაგრამ არჩილი რას იზამს,

ნუთუ გააცდენს წელიწადს?!

მაშ რა ეგონა, ბზრიალას

რომ არ უშვებდა ხელიდან...


ერთი წლის უქმად გაცდენა

განა ადვილად ითქმება?!

ერთ წელიწადში ქარხნებში

მრავალი დაზგა იქმნება.


ერთ წელიწადში ქალაქად

ათასი სახლი შენდება,

მოედნები და ქუჩები

ალვის ხეებით მშვენდება.


ერთ წელიწადში მამილო

ხუთწლიან გეგმას ასრულებს,

ელექტროსადგურებისთვის

გლინავს ფოლადის მავთულებს.


ერთ წელიწადში მზიაც ხომ

სწავლაში წამოეწევა,

ერთ კლასში რომ იქნებიან,

ნახეთ არჩილის შერცხვენა.


მზიას სუყველა შეაქებს,

არჩილს ზედ არვინ შეხედავს;

ეს მარტო, არჩილს კი არა,

ზარმაცებს ყველას ეხება!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen