კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:07

 

იღვიძებს სფინქსი, სისხლის ტბორი ცას შერევია,

იწვის ცარგვალი, - რაღაც ხდება ძველ აზიაში, -

გახედავს ქალაქს შაოსანი ვინმე დიაცი

და უცნობ ბექზე ატირდება იერემია.


ცად კი, თითქოსდა ანთებული იელებია, -

ბრუნავს ხომლი და მთვარიანში ისმის გნიასი

და ცრემლიანი ოცნებები ესაიასი

კვლავინდებურად შემოდგომის ქარში ქრებიან.


მზე მაინც ნათობს, იხარჯება სანთლის ღერებად,

თუმც სიკეთის ბჭე უკეთურმა უკვე შეხურა,

წყავს საწყაული, - იწონება ნაკლიც, მშვენებაც,

დრო კი ძველ ქუჩებს მიუყვება ოჩოფეხურად.

და გაზაფხულის გულუბრყვილო ამომღერებას

კვლავ ნაღვლიანად ელოდება ზამთრის ბეღურა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen