კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:36

 

თვალებო ჩემო, ეს თეთრი ფეთქვა

რა არის, ანდა სადა აქვს ბოლო?

მე უცებ მსურდა ფიფქისთვის მეთქვა,

რომ ნაადრევი ვარდია მხოლოდ.


მოდის, ჩამოდის ცა მოცქრიალე,

ციმციმებს, ცეკვავს და ვეღარ ვუცქერ,

პირველი ფიფქი რა მორცხვი არი -

შუბლზე დამეცა და გაქრა უცებ.


იქნებ ეს იყო ძილში ნახული,

ან მაისის დღის ოცნება ვაგე,

აბა რა იყო ის გაზაფხული,

რა სითბო ჰქონდათ გაყინულ ბაგეთ.


რა იყო, თოვლი როგორ ფრთხებოდა

უხილავ ფრთების აფართქალებით;

მე მარტო გულით ვეკითხებოდი

და მპასუხობდნენ მარტო თვალები.


ჩვენს ირგვლივ მხოლოდ მსუბუქად  მქროლი

ქარი უთეთრეს ფარდაგებს შლიდა,

საღმო იყო და იყო თოვლი

და სახურავებს ათოვდა მშვიდად.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen