|
მე ეს მიდამო მუდამ მავსებს უცნაურ თრთოლვთ, - დღეს შთგონება უნდა გადავითეთრო თოვლით!
მზისკენ გაწედილი პეშვი - მოვა იგრიკა ხვალ-ზეგ, კარვებს დაიდგას ხევში!
ცა იმეორებს ლურჯი, - მოხატულია არე ახვლედიანის ფუნჯით.
გადმოანათებს ველებს, აქა-იქ უკვე წვეთავს და თავქვე მიდის ღელე.
წყლით მოშრიალე არხი, - უნდა ვესტუმრო ოსებს, გამოვიბრუჟო რახით!
ხანჯლით გაჭრილი ფიჭით, დაგიზგიზებულ ალით, დაღველფებული ფიჭვით...
ცისკენ ცისფერი კვამლი, და გადაირბენს ჩუმად თოვლზე ნადირის კვალი...
გამოახედებს კოხტას, - დაველოდები დილას სადმე, მეტყევის ქოხთან!..
ცად აღმოხდება ოდეს, წვეთი გამდნარი თოვლის ააწკრიალებს ტოტებს...
მოჭირევულო მარტო, - ამ სიხარულის ყადრი მოლოდ შენ იყო მარტო!..
მამალი ხოხბის ფრთებით... - და ჩანს ორთქლმავლის ბოლში გადათოვლილი მთები!.. |


