|
ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ, საცოდნელია სწორედა, ხომ ეშმაკია ბოროტი, ფულიც დაუდო ყორედა, - ქრთამს არ აიღებს არასდროს, თავის გზას მისდევს სწორედა.
იმას ეკუთვნის სრულადა. წმინდანთა მისი საქმენი გვამცნეს და იცნეს კრულადა... მაგრამ მე ისე არ ვცანი, რაც მათ სდებიათ გულადა,
ბოროტი სული წყეული, ცოდვების ჩასადენადა კაცთათვის გამოსეული... მაგრამ ბოროტი ცოდვასა არ დაგისახავს მადლადა, თუნდ ურმით ოქრო მიართო თავის ცოდვების სახსრადა.
ამას ამბობენ, სწორია, ცხვარს არას ერჩის, მას უყვარს კაცი, რომელიც ღორია. აბა, რისთვის ვაძაგო ამისთვის გასაჭორია?
მარტო მას მოუფონია. არც უნამუსო ყოფილა არცა ჰკლებია გონია, მაინც ჩვენ ეშმაკს ვუწოდებთ ქვეყნისთვის დამაღონია... |


