კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:08

 

რატომ ლიზღობ და ლიტანიობ, ჩემო ლოლიტავ, -

მარხვის წამალი სამარხვოა, ხსნილის - სახსნილო,

მალე მოვალ და მომავლიდან წყევლას მოვიტან,

ჟამო ურცხვო და უტიფარო, ჟამო თახსირო.


ისევ დღის ნაცვლად ღამეების მაცნე მოვიდა,

გარნა, რა ხელვყრი, - ვივახვახო, სულთქმა ვახშირო,

კვამლის სუნი მცემს შემოდგომის სიმარტოვიდან,

მაგრამ ეს კვამლიც მოშავოა და მონახშირო.


უნდა გიყმო და გიმეგობრო, მოძმედ გიგულო,

სიყრმის სილბოვ და სინატიფევ - დროვ ანტიკურო;

ვიდრე შენი ხმა ნანგრევებში დაჩანჩალებდა,


მზემ გადმოგვხედა ღამისაგან ძუძუნაწოვებს, -

გაღვიძებია ამალთეას ზევსის ჭალებთან

და უთენია სიჩუმეში თიკნებს აძოვებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen