|
ეს, მე ვარ, ქარში, დაბნეული წარწერით - "აღარ..." მამღერეთ, ეგებ, არ შემეტყოს რწმენის სიფითრე, უმისამართო ბარათების ნაფლეთებს ვგავარ, ერთხელ, ჩუმად, რომ დაწერეს და გადაიფიქრეს.
თითებით ვწერე, სანთლების შუქით თანდაყოლილ ღამეს მივითრევ და მოვიშორებ ქება-ქებით აღმართულ ცერებს, მამღერე, მერე, გადამთქვი და გადამიფიქრე.
ცრემლით გავბერე, ცას, ხელაწვდილი, ვაკავებდი, ვიდრე დამეცა, მერე, ტკივილი ვაღებინე, მერე, რა - მერე, "მოვითხოვ ღმერთს და დამიბრუნე ღმერთი"... და ეს ცა..!
მაინც არევენ, თანდაყოლილი ხეტიალით შეშლილ მგზავრების გამათრახებულ დედამიწის ნაიარევებს ჰგავს ჩემი გზები, დაცემაც, და სახის ბზარებიც...
ახლავს სიფითრე, წარწერით - "აღარ..." - იმღერებდა... ვიდრე დაეცა, ერთხელ, ჩუმად, რომ დაწერეს და გადაიფიქრეს..! - "მოვითხოვ ღმერთს და დამიბრუნეთ ღმერთი"... და ეს ცა..! |


