|
როდესაც გიცქერ - ტკბილად სძგერს გული, შენდამი ტრფობით გატაცებული; ოდეს გშორდები - მუდამ ვსტირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
ხან უკვდავება და სიხარული... ერთი მაჩვენე, მზეო, პირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ, - ნეტარების ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
შენ გამიქარწყლე კვნესა, ნაღველი, ვეღარ მერევა ტანჯვა, ჭირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
შენი მგოსანი, შენზედ მლოცველი, შენი ჩრდილი ვარ და თან გზირი მე… შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
ოდესაც მოვკვდე, ვიქმნე უსულო და დამაფარონ მიწის პირი მე, ერთი მიტირე, შენი ჭირიმე! |


