|
რომ ყოფილიყავ ათი წლის წინად, რომ მომვლენოდი ათი წლის წინად, მე მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდი ოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად.
ისე ველოდი შენს თანაგრძნობას, ეს იყო მაშინ... ეხლა კი ვწყევლი და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას.
ღამით რომ ენთო ოცნებას ნაზი? ის ჩამქრალია და ღამის სივრცეს შავი ზოლების შთენია ხაზი.
უგონო განცდებს და ფიქრებს ფარულს, აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი... და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს. |


