კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 17:08

 

მესმის ძახილი წინაპარ გლეხთა.

განვიცდი სევდას დაგვიანებულს.

რკინის ქალაქი ვისა არ გატეხდა

და ახლა ვეტრფი სოფელს ზმანებულს.


რად დაივიწყე სიმინდის ყანა,

დაგმე სიყალბე და ფუფუნება,

მოდი, უმღერე მიწას ოსანა!

წყეული იყოს დიდი ქალაქი,

ჩემგან ვით ციხე უარყოფილი.


მე მირჩევნია ქუჩა ჭალაკი,

და ცისარტყელა სჯობია კინოს,

ჩრდილს სახლებისას - ჭადარის ჩრდილი,

ავტომობილის მჭექავ სირინოზს

სჯობს უსათუოდ ურმული ტკბილი.


მომენატრება კერა და სხვენი

აქედან ვუსმენ მოზარდ ბალახებს

და ვეტრფი, როგორც დაბმული ცხენი

ზამთარის შემდეგ შორ იალაღებს.


ტყე მელოდება, როგორც საყდარი,

საზიარებლად - სპეტაკი წყარო,

და ღრუბლებიან ცის ნატახტარი - 

მთა უმაღლესი და სანეტარო.


ხშირად ვოცნებობ დაკარგულ ქოხზე,

შარაგზას ვეტყვი ჩემს გულის ნადებს

და თუ გავცვალე კალამი თოხზე,

მშობელი მიწა არ მიღალატებს.


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen