|
ჩემი ცრემლებით ტიროდა ზეცა, ჩემმა ცრემლებმა დაახრჩო ღამე, უდარდელობის სამოსი გეცვა და არც ფიქრობდი, აგეხსნა რამე.
ერთგულების წილ - ღალატს ვიმკიდი, არ მამხნევებდა არავინ ეულს, ყველგან სიკვდილის ყულფი ეკიდა,
ნაიარევი გული კვნესოდა, არც ვინ მაძლევდა სიცოცხლის იმედს, არც ვის ტკივილი ჩემი ესმოდა...
თუკი ოდესმე ალერსს ნატრობდე, მე სიყვარული არასდროს მთხოვო, მე შენი ცოლი მქვია მარტოდენ! |


